primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი განცხადება, სად არის მტკიცებულებები? - გია ცაგარეიშვილი

  • კომენტარები
  • 01.05.2022
  • 17:07
უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი განცხადება, სად არის მტკიცებულებები? - გია ცაგარეიშვილი

უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი განცხადება, სად არის მტკიცებულებები? არ არის, სავარაუდოდ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არანაირი ე.წ. მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, ეს განცხადება წინა განცხადებებისგან იმით განსხვავდება, რომ ახლა შეთქმულების გეოგრაფია გაფართოვდა, საქართველოსთან ერთად სომხეთი და აზერბაიჯანიც არის ჩართული.

„რთულია ასეთ გაუგონარ ბრალდებებს მიეჩვიოს ადამიანი, არც ვაპირებთ. ამაზე ჩვენი მხრიდან იქნება პასუხი იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ყოველდღიურად საშინელი ტრაგედია ტრიალებს. ეს გაუგებრობა ადრე თუ გვიან ამოიწურება და ამგვარ უსაფუძვლო ბრალდებებს თავს დაანებებს შესაბამისი სამსახური. არ ვიცი, სად იწერება რომელ კაბინეტებში და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას ცოტა სხვაგან დაიწყებენ, იქვე თავის ტერიტორიაზე და მომიჯნავე ქვეყანაში - რუსეთის ფედერაციაში.“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, როცა გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ეს არ ხდება, ხდება მედიის საშუალებით, ბრიფინგებზე, სოციალური ქსელების საშუალებით.

„ჩვენ ვთქვით, როცა პირველი ბრალდება გახმოვანდა, რომ არსებობს შესაბამისი არხები, მათ შორის სპეცსამსახურებს შორის, რომელიც მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ არის დალაგებული და გამართული. ეს არხები უნდა იყოს გამოყენებული, როცა შენ გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ეს არ ხდება, ხდება მედიის საშუალებით, ბრიფინგებზე, სოციალური ქსელების საშუალებით.

ვფიქრობ, ეს ძალიან აწყობს ჩვენს საერთო მტერს - რუსეთის ფედერაციას, ურთიერთობის დაძაბვა, გართულება ორ მეგობარ ქვეყანას შორის, ჩვენი დაქსაქსვა, დანაწილება. დაყავი და იბატონე ეს რუსების პრინციპია, რომელსაც ისინი ქადაგებენ საუკუნეებია, განსაკუთრებით კავკასიაში. ეს არავის გამოადგება, პირველ რიგში ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინას, რომელსაც ჩვენ 520 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ, რომლის თითქმის 40 ატასი ლტოლვილი მივიღეთ, ბავშვებისთვის სკოლები გავხსენით და საბავშვო ბაღებში მივიყვანეთ, მშობლები დავასაქმეთ, ჭერი მივეცით ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და დასამტკიცებელი არაფერი არ გვჭირს.

ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი და რაც უფრო გახშირდება ამგვარი გაუგონარი ბრალდებები, მით უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა. რა აზრი აქვს რამის მტკიცებას. თქვენ რომ ახლა მე დამაბრალოთ, რომ ისეთი რამ ჩავიდინე, რაც ბუნებაში არ არსებიბს, მე უნდა ვამტკიცო ჩემი სიმართლე თუ თქვენ უნდა დამიმტკიცოთ ჩემი მტყუანობა? რა თქმა უნდა თქვენ უნდა დამიმტკიცოთ. რა უნდა ქნას საქართველომ? თუ ეს საკმარისი არ არის, თქვან რა უნდათ, მაინცდამაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში? სავარაუდოდ ეს უნდათ. არ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ რომ ადამიანი იხდის სასჯელს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge