კიევის ოლქში ნაპოვნია რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 1 202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი
- მსოფლიო
- 02.05.2022
- 19:29
კიევის ოლქში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 1 202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა ტელემარათონის დროს განაცხადა.
„დღევანდელი მდგომარეობით, სამართალდამცველების მიერ უკვე ნაპოვნია ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაცემულია სასამართლო-სამედიცინო დაწესებულებებს სიკვდილის მიზეზების დასადგენად. ამჟამად, 280 ცხედარი კვლავ ამოუცნობია“, - განაცხადა ნებიტოვმა და მოქალაქეებს მოუწოდა, დაკარგული ადამიანების შესახებ პოლიციას აცნობონ.
ამის გარდა, 2 მაისის მდგომარეობით დაკარგულად არის მიჩნეული 300 ადამიანი, თუმცა ყოველდღიურად ეს მონაცემები იცვლება.
ნებიტოვის თქმით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კიევის ოლქში მცხოვრები მოქალაქეები იძულებით გაჰყავდათ ბელარუსში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200