png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, მისმა გულშემატკივრებმა ის სამედიცინო სერვისის მიღებაზე უნდა დაითანხმონ - პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 03.05.2022
  • 13:02
სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, მისმა გულშემატკივრებმა ის სამედიცინო სერვისის მიღებაზე უნდა დაითანხმონ - პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. მისი გულშემატკივრები სააკაშვილის ქმედებების წახალისებით კი არ უნდა იყვნენ დაკავებული, უნდა დაიყოლიონ რომ მიიღოს ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის უზენაესობა იმას გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი სჩადის დანაშაულს და ამ დანაშაულზე გამოტანილი აქვს განაჩენი, სასჯელი უნდა მოიხადოს.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის კვლავ პოლიტიზება. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი. პირველი, სააკაშვილის ოჯახის თუ მისი გულშემატკივრის სურვილი იქნება, რომ გათავისუფლდეს ან გავიდეს ქვეყნიდან, აერიდოს სასჯელი, რომელიც მიუსაჯა ქართულმა მართლმსაჯულებამ, კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი სჩადის დანაშაულს და ამ დანაშაულზე გამოდის განაჩენი, სასჯელი უნდა იქნას მოხდილი. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე საბაზისო პრინციპი. მეორე საკითხია მიხეილ სააკშვილის, როგორც პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი. რამდენადაც გავეცანი ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, მიუთითებენ, რომ მართალია, არსებობს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ სააკაშვილს მიეწოდება სერვისები, რომელზეც თავად ამბობს უარს. მაგალითად, გარკვეული სამედიცინო პერსონალის მომსახურებაზე თუ გარკვეულ მკურნალობაზე. გუშინ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განმარტებები, რომ ის არ იღებს გარკვეულ მედიკამენტებს, შეთავაზებულ სერვისებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ვისაც გული შესტკივა სააკაშვილზე, უნდა დაითანხმოს, რომ გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა შეწყვიტოს.

„რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას, ამაზეც იუსტიციის მინისტრის განმარტება მოვისმინეთ. მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს აქვს გარკვეული კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რაღაც მონაცემები არ ემთხვევა იმ ანალიზების მონაცემებს, რაც წარდგენილი ჰქონდა ექსპერტთა ჯგუფს. თუ სწორად ვნახე სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, მათი საუბარი და განმარტებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თუ სხვა გულშემატკივრების მხრიდან განმარტებები იყო, რომ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ადამიანი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ მისი გულშემატკივრები დაკავებული იყვნენ წახალისებით, მან ეს ქმედება გააგრძელოს, უნდა დაიყოლიონ სააკაშვილი, რომ მიიღოს ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას სჭირდება“, – განაცხად პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge