primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

რუსეთი ისრაელს უკრაინის "ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში ადანაშაულებს

  • მსოფლიო
  • 03.05.2022
  • 14:13
რუსეთი ისრაელს უკრაინის "ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელს "კიევის ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საერთაშორისო სკანდალს, რომელიც სერგეი ლავროვის იტალიურ მედიაში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ლავროვმა განაცხადა, რომ "ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა", ხოლო "ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები კი როგორც წესი, ებრაელები იყვნენ".

წინა დღით, ლავროვის ამ განცხადების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და მოსკოვისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"ლავროვის განცხადება გარდა იმისა, რომ აღმაშფოთებელი და უპატიებელია, ის ასევე საშინელი ისტორიული შეცდომაა. ებრაელები თავიანთ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელების დადანაშაულება ანსტისემიტიზმში რასიზმის ყველაზე დაბალი დონეა", - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარირ ლაპიდმა ლავროვის განცხადების კომენტირებისას.

3 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისრაელი უკრაინის "ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ იაირ ლაპიდის განცხადებას "ანტიისტორიული" უწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "სამწუხაროდ, ისტორიამ იცის ებრაელებსა და ნაცისტებს შორის თანამშრომლობის ტრაგიკული მაგალითები".

"ამავდროულად, ისტორიული ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ თუ მეორე მსოფლიო ომის დროს ზოგიერთ ებრაელს აიძულებდნენ მონაწილეობა მიეღო დანაშაულებში, [უკრაინის პრეზიდენტი] ზელენსკი, რომელიც სპეკულირებს მის [ებრაულ] ფესვებზე, ამას აკეთებს საკმაოდ შეგნებულად და ნებაყოფლობით. ის იმალება თავისი წარმომავლობის მიღმა და იფარავს ბუნებრივ ნეო-ნაცისტებს, თავისი ხალხის ჯალათების სულიერ და სისხლით მემკვიდრეებს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge