primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

პუტინი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რადგან მან ყველაზე სასტიკი ფორმით დაარღვია საერთაშორისო სამართალი - ანალენა ბერბოკი

  • მსოფლიო
  • 03.05.2022
  • 18:36
პუტინი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რადგან მან ყველაზე სასტიკი ფორმით დაარღვია საერთაშორისო სამართალი - ანალენა ბერბოკი

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს გარდამტეხ ისტორიულ მომენტს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დაანგრია ყველაფერი, რაც ევროპასა და რუსეთში რამდენიმე თაობამ ააშენა“, - განაცხადა მან გერმანულ გამოცემა Rheinische Post-თან ინტერვიუში.

„24 თებერვლის  შემდეგ - დღის, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას. სწორედ ამიტომ, გერმანიაში ვაყალიბებთ  ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას“, - განაცხადა ბერბოკმა. მან ხაზი გაუსვა, ევროპის წესრიგის დაცვის აუცილებლობას. „ჩვენ კვლავ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები თავდაცვაში - როგორც  „მწვანეების“ პარტიის პოლიტიკოსი ვერასდროს წარმოვიდგენი, რომ აქტიურად გამოვიყენებდი ამ ტერმინს“, - დასძინა მან.

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიას არ აურჩევია ასეთი სცენარი, მაგრამ მზად უნდა იყოს ახალი რეალობისთვის „ისე, რომ ბორტს მიღმა არ აღმოჩნდეს ყველა დანარჩენი“, რამდენადაც უსაფრთხოების ცნება მოიცავს არამხოლოდ თავდაცვას და დიპლომატიას. „ჰუმანიტარული დახმარება. სტაბილიზაცია და კონფლიქტების დასრულება ყურადღების ცენტრში რჩება“, - აღნიშნა მან.

ამავე დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი წარდგება საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, ვინაიდან მან „ყველაზე სასტიკი ფორმით დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“.

„არ შეიძლება დედების, მამების, ბავშვების, მოხუცებისა და ავადმყოფი ადამიანების დაბომბვა. ის, ვინც ამას აკეთებს, სჩადის უმძიმეს ომის დანაშაულებს.  დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ჩვენ ვალში ვართ მსხვერპლთა წინაშე“, - განაცხადა ბერბოკმა.

გარდა ამისა, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბერლინი სერიოზულად ეკიდება მოსკოვის მუქარებს, ბირთვული დარტყმების შესახებ, ვინაიდან უარესი სცენარისთვის სამზადისი მთავრობის ამოცანაში შედის. „რუსეთის ბირთვული იარაღით ჟღარუნი ამჟამინდელ სიტუაციაში უპასუხისმგებლოა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წარსულში უკვე მოვისმინეთ პრეზიდენტ პუტინის ანალოგიური განაცხადებები“, - თქვა ბერბოკმა.

ამავდროულად, შეუძლებელია ბირთვული იარაღის გამოყენება საკუთარი თავის ზიანის მიყენების გარეშე, „ეს იცის რუსეთის პრეზიდენტმაც“, - დასძინა ბერბოკმა.

ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაუშვეს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

მოსკოვის ამ ნაბიჯს არ გამორიცხავს აშშ-ც. კერძოდ, აპრილში ცენრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა და რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ მისი უწყება ყურადღებით ეკიდება ამ შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება მსგავსი ნაბიჯისთვის,  ჯერ ვერ ხედავს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge