გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 3 193 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
- მსოფლიო
- 03.05.2022
- 19:50
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი რეგულარულად აქვეყნებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემებს.
2 მაისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა 3 193 ადამიანი, მათ შორის 227 ბავშვი;
დაიჭრა 3 353 ადამიანი, მათ შორის 321 ბავშვი.
ამასთან, გაეროს ინფორმაციით, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე, დაიღუპა 1 562 მშვიდობიანი მოქალაქე, არაღიარებული „რესპუბლიკების“ ტერიტორიაზე კი - 101 მშვიდობიანი პირი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200