png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

NYT: აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების განადგურებაში ეხმარება

  • მსოფლიო
  • 05.05.2022
  • 12:18
NYT: აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების განადგურებაში ეხმარება

შეერთებულმა შტატებმა კიევს მიაწოდა დაზვერვის მონაცემები, რაც დაეხმარა უკრაინის არმიას ქვეყანაში რამდენიმე რუსი გენერლის ადგილსამყოფლის დადგენასა და მათ ლიკვიდაციაში. იტყობინება გამოცემა New York Times-ი მაღალი რანგის ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ამერიკელები უკრაინას რეალურ დროში აწვდიდნენ ინფორმაციას რუსული მობილური სამეთაური პუნქტების გეოლოკაციისა და სხვა დეტალების შესახებ, რასაც უკრაინელები თავიანთ დაზვერვის მონაცემებს ადარებდნენ და ახდენდნენ იერიშების ორგანიზებას მათ წინააღმდეგ.

გამოცემასთან საუბრისას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს, მოეთხროთ, თუ როგორ აგროვებენ ინფორმაციას, მაგრამ აღნიშნეს, რომ სადაზვერვო სააგენტოები იყენებენ როგორც სამხედრო, ისე კომერციული თანამგზავრების მონაცემებს, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში რუსული ჯარის გადაადგილების თვალყურის დევნებისთვის.

New York Times-ის ცნობით, უკრაინაში რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში კიევს ნატოს სხვა ქვეყნებიც აწვდიან.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე განხორციელებული ყველა წარმატებული იერიში არ ეყრდნობოდა ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. მაგალითისთვის, 30 აპრილს, იზიუმში სამეთაურო პუნქტის დაბომბვა, სადაც ცოტა ხნით ადრე, რუსეთს გენერალური შტაბის უფროსი გენერალური ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა, ამერიკული დაზვერვის დახმარების გარეშე განხორციელდა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის ორი თვის განმავლობაში მათ მოახერხეს რუსული არმიის 12 გენერლის ლიკვიდაცია. რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა არმიების მეთაურის ორი მოადგილის: გენერალ-მაიორ ანდრეი სუხოვეცკის და გენერალ-მაიორის ვლადიმერ ფროლოვის გარდაცვალება.

ამავდროულად, პენტაგონის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსი გენერლები თავად ეხმარებიან მათი ადგილმდებარეობის გამოთვლაში, მოლაპარაკებებისთვის მობილური ტელეფონებისა და დაუცველი რადიოსადგურების გამოყენებით.

"ეს არის უდისციპლინობის, გამოცდილების ნაკლებობის, ამპარტავნებისა და უკრაინელების შესაძლებლობების შეუფასებლობის მტკიცებულება“, - განუცხადა გამოცემას გადამდგარმა გენერალმა ბენჯამინ ჰოჯესმა, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge