png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ექიმებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდეს

  • საზოგადოება
  • 05.05.2022
  • 14:35
ექიმებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდეს

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექიმთა ჯგუფმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში ქეთევან თათოშვილი ესწრებოდნენ, რომელთაც ექიმთა ჯგუფის ინფორმაციით, დეტალური ინფორმაცია მოისმინეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" წევრის მანანა ანდღულაძის თქმით, შეხვედრა უაღრესად პოზიტიურ გარემოში წარიმართა.

ანდღულაძის განცხადებით, მათ მოთხოვნა არის არა სააკაშვილის შეწყალება, არამედ სალომე ზურაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთება "ამ კრიტიკულ მდგომარეობაზე".

"ქალბატონმა ნათიამ [სულავა] ყველაფერი დეტალურად ჩაინიშნა და აღნიშნა, რომ ის აუცილებლად გადასცემს პრეზიდენტს ყველაფერს. აგრეთვე, ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს აქვს აქტიური კომუნიკაცია ქალბატონ ლომჯარიასთან, რაც ჩამოვიდა, იღებს უკვე ყოველდღიურ ინფორმაციას. მოლოდინია იმისა, რომ ქალბატონი სალომე უკვე აქტიურადაა ჩართული, აინტერესებს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, იგი უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას, აი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური“, - განაცხადა მანანა ანდღულაძემ.

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტ ვილი პაჭკორიას განცხადებით, მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით.

"როგორც გვითხრეს თავად პრეზიდენტი არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და თავად ქალბატონ სალომეს აინტერესებს ექიმებისგან დეტალები თუ რა სიმძიმესთან გვაქვს საქმე და ჩვენ, ექიმები ყველანაირად ვეცადეთ, რომ დეტალურად ჩაგვეყენებინა საქმის კურსში", - განაცხადა პაჭკორიამ.


შეგახსენებთ, 22 აპრილს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა, 27 აპრილს კი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.

დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის კლების ხარჯზე იკლებს წონაში.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge