png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბუჩაში „როსგვარდიის“ სპეცრაზმელები და ფსკოველი მედესანტეები იმყოფებოდნენ - Reuters

  • მსოფლიო
  • 05.05.2022
  • 18:32
ბუჩაში „როსგვარდიის“ სპეცრაზმელები და ფსკოველი მედესანტეები იმყოფებოდნენ - Reuters

სააგენტო Reuters -ის ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსი სამხდროების ნაწილის ვინაობა, რომლებიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდნენ.

კერძოდ, მათ ბუჩაში აღმოაჩინეს „როსგვარდიის“ სპეცდანაყოფის „ვიტიაზის“ წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებული მოწმობა.

ამასთან,  სააგენტოს გამოძიების ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ სახლში, სადაც რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ ნაპოვნია სასიყვარული წერილი, რომელიც მოწმობს, რომ ბუჩაში ასევე  განლაგებული იყო ფსკოვის 76-ე გვარდიის სადესანტო დივიზია.

წერილი გაგზავნილი იყო კაცის სახელზე, რომელიც, როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ფსკოველი მედესანტე აღმოჩნდა. ამავე დივიზიის კიდევ ერთი სამხედროს ვინაობა დადგინდა ერთ-ერთი სახლის კედელზე შესრულებული გრაფიტის წარწერით  - Wolf_68.

გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერისა  და თვითმხილველთა ნაამბობის საფუძველზე  Reuters -მა დაადგინა, რომ ბუჩაში იმყოფებოდა ჩეჩნების რამდენიმე ქვედანაყოფი.

4 მაისის მდგომარეობით, კიევის ოლქში პოლიციამ უკვე 1 235 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინა.

კიევის ოლქი რუსი სამხედროებისაგნ 2 აპრილს გათავისუფლდა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე შესულ უკრაინელ სამხედროებსა და სამართლადმცელებს შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ. ქალაქებსა და სოფლებში რუსი ოკუპანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს. ბუჩაში, ბოროდიანკასა და სხვა დასახლებებში აღმოჩენილია 2 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომელთა უმეტესობას აღენიშნება წამების კვალი. ცხედრები ნაპოვნია სარდაფებშიც, სადაც ოკუპანტები ადგილობრივებს აწამებდნენ და ხვრეტდნენ. დაფიქსირებულია ასეული გაუპატიურების შემთხვევა. რუსი სამხედროები აუპატიურებდნენ ქალებსა და მცირეწლოვან ბაშვებს.

მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, რუსეთი უარყოფს მისი სამხედროების მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და "დადგმულს" უწოდებს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ, ომის დანაშაულის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს.

ლატვიის, ესტონეთისა და კანადის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარეს. აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებიც მუშაობენ. 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge