primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები ცდილობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური მოროდიორობა - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 05.05.2022
  • 21:08
პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები ცდილობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური მოროდიორობა - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე  ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შესახებ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციას პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები ავრცელებენ და ამ საქციელით ისინი პოლიტიკურ მოროდიორობას ეწევიან.

„არსებობენ გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას. შესაძლოა, მათ საერთოდ არ აინტერესებდეთ, როგორ გრძნობს ეს ადამიანი თავს. ეს არის ძალიან სამწუხარო. როდესაც საზოგადოებაში გამოდის პოლიტიკოსი, რომელიც საუბრობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, დათვლილია ბოლო წუთები, ბოლო წამები და ასე შემდეგ,  რა თქმა უნდა, ეს როგორც ახლობლებში და, მითუმეტეს, ოჯახის წევრებში, გამოიწვევს გარკვეულ მღელვარებას. სწორედ ამიტომ  ეს საქციელი არის მიუღებელი როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ისე დაუშვებელია, თუნდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ჯანმრთელობის მანიპულაციური გამოყენებით გამოიწვიოს საზოგადოებაში მღელვარება იმისთვის, რომ კიდევ ჩაიწეროს პოლიტიკური ქულები და შემდგომში მთელი ეს ხალხი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს ყველაფერი სხვა არაფერია,  თუ არა პოლიტიკური მოროდიორობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილის მიერ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე გაკეთებულ განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხი არა პოლიტიკოსის, არამედ ექიმის გადასაწყვეტია; ექიმებს კი, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე  არ უსაუბრიათ.

„როდესაც საუბრობენ საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ეს არ არის არც ბატონი ბეჟაშვილის და არც სხვა პოლიტიკოსის საქმე. ექიმები და, მათ შორის, სახალხო დამცველის ჯგუფში შემავალი ექიმებიც კი, არ საუბრობენ  იმაზე, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. საქართველოში იკურნება ძალიან ბევრი დაავადება და უამრავი ადამიანი. ამიტომ სწორედ ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც ემსახურება არა განკურნებას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევას,  რასაც  მიზნად ისახავს ეს ხალხი. მოდი, ამიტომ ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ, თუ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ადამიანის მიმართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge