png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პუტინმა ებრაელების შესახებ ლავროვის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

  • მსოფლიო
  • 05.05.2022
  • 21:36
პუტინმა ებრაელების შესახებ ლავროვის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბოდიში მოიხადა სერგეი ლავროვის განცხადების გამო, როდესაც მან თქვა, რომ "ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა". იტყობინება BBC ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისზე დაყრდნობით.

ნაფტალი ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ პუტინმა ბოდიში ნაფტალი ბენეტთან საუბრისას მოიხადა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც მიიღო.

ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ბოდიშთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკისას, განაცხადა, რომ ადოლფ "ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა, ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები კი როგორც წესი, ებრაელები იყვნენ".

"ის [ზელენსკი] იგონებს არგუმენტს: როგორი ნაციფიკაცია შეიძლება მოხდეს მათთან, როდესაც ის ებრაელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან", - განაცხადა მან.

ისრაელი განარისხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის კომენტარმა ჰიტლერის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით.

ლავროვის განცხადების გამო ახსნა-განმარტებებისთვის, რუსეთის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა ლავროვის განცხადებას აღმაშფოთებელი და მიუტევებელი უწოდა. ამასთან, ისრაელმა მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge