png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ომის დასრულების ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 06.05.2022
  • 20:39
ომის დასრულების ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის მალე დასრულების ნიშნები არ ჩანს. მან ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტუტუტის Chatham House-ის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა.

„დღეს სრულმასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ჩვენ ომის დასრულების ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ. ჩვენ რუსული მხარისგან ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ ომის დასრულების მცირე სურვილსაც კი.

24 თებერვლიდან არც ერთ დღე არ ყოფილა, რომ არ გვქონოდა მოლაპარაკება ჩვენთვის იარაღის მოწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე და ა.შ. და არ ყოფილა დღე, რომ არ გვეწარმოებინა მოლაპარაკება მოსახლოების უსაფრთხო გამოყვანასა და „მწვანე დერეფნების“ შექმნაზე ადამიანებისთვის, რომლებიც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში იმყოფებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ უკრაინა ისწრაფვის რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს გამარჯვებას ომში, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყოს განადგურებული ქონების აღდგენა, მათ შორის ჩამორთმეული რუსული სახსრებით.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის წარმოებულ ომს ექნება გლობალური შედეგები არაერთ სფეროში. უპირველესად საუბარია ასეულობით მილიონ ადამიანზე კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში.

მან მსოფლიოს მოუწოდა იმოქმედოს უფრო მტკიცედ და სწრაფად, რადგან ომისგან მიყენებული ზიანის მასშტაბი მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლოა,  ყოველდღე გაიზარდოს. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ომში უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია, მისი დაჩქარება მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვების  მოახლოებას მსოფლიოსთვის ზიანის შემცირება შეუძლია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge