ჰავანის სასტუმროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 07.05.2022
- 11:38
კუბის დედაქალაქ ჰავანაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას AFP ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. წინასწარი მონაცემებით აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.
ჰავანის ძველ რაიონში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „სარატოგაში“ 96 ოთახია. არსებული მონაცემებით, აფეთქების დროს სასტუმრო დაკეტილი იყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200