რუსეთმა უკრაინაში უკვე 225 ბავშვი მოკლა
- მსოფლიო
- 08.05.2022
- 12:10
8 მაისის მდგომარეობით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაიღუპა 225 ბავშვი, 413-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მონაცემები სრულყოფილი არ არის, რადგან საბრძოლო მოქმედებების ადგილზე და დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მონაცემების შეგროვება რთულ პირობებში მიმდინარეობს.
ბავშვები ყველაზე მეტად დაშავდნენ დონეცკის (139), კიევის (116), ხარკოვის (98), ჩერნიჰოვის (68), ხერსონის (46), მიკოლაივის (44), ლუჰანსკის (42), ზაპოროჟიეს (28), სუმის (17), ქალაქ კიევში (16), ასევე ჟიტომირის ოლქში (15).
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200