რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 25 500 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
- მსოფლიო
- 08.05.2022
- 16:42
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 25 500 -ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 1 130 ;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 741;
საარტილერიო სისტემა - 509;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 179;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 86;
თვითმფრინავი - 199;
ვერტმფრენი - 155;
საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი - 1 961 ;
გემი/კატერი - 12;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 360 ;
სპეციალური ტექნიკა - 39;
ფრთოსანი რაკეტა - 92;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.