primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - პუტინი უკრაინაში შეჭრაზე

  • მსოფლიო
  • 09.05.2022
  • 13:15
ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - პუტინი უკრაინაში შეჭრაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს, 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და თავისი გამოსვლის უმეტესი ნაწილი უკრაინაში გაჩაღებულ ომს მიუძღვნა.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო "იძულებითი ღონისძიება".

პუტინის თქმით, რუსეთმა "წინმსწრები პასუხი გასცა აგრესორებს", მან მოსკოვის ქმედებებს "იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება" უწოდა.

„გასული წლის დეკემბერში ჩვენ გამოვედით წინადადებით გაფორმებულიყო შეთანხემბა უსაფრთხოების გარანტიებზე. რუსეთმა დასავლეთს პატიოსანი დიალოგისკენ მოუწოდა, გონივრული, კომრომისული გადაწყვეტილებებისკენ, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. ყველაფერი ამაო იყო. ნატო-ს ქვეყნებმა ჩვენ არ მოგვისმინეს, მათ სრულიად სხვა გეგმები ჰქონდათ.

ღიად მიმდინარეობდა მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება დონბასში და ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრისთვის, მათ შორის ყირიმში. კიევში აცხადებედნენ ბირთვული იარაღის შესაძლო შექმნაზე. ნატო-ს ბლოკმა აქტიურად დაიწყო ჩვენი მოსაზღვრე ტერიტორიების სამხედრო ათვისება.

ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ნეონაცისტებთან, ბანდერელებთან შეტაკება, რომლებზეც აშშ-მა და მისმა უმცროსმა კომპანიონებმა ფსონი დადეს, გარდაუვალი იქნებოდა. ჩვენ ვხედავდით, როგორ ვთარდებოდა სამხედრო ინფრაქსტრუქტურა, ხდებოდა ნატო-ს ქვეყნებიდან ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება.

საფრთხე ყოველ დღე იზრდებოდა. რუსეთმა აგრესიას წინმსწრები პასუხი გასცა. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება“- - განაცხადა პუტინმა.

მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმი უკვე დასრულდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობა მიიღო 11 ათასამდე სამხედრომ. დაგეგმილი იყო წითელ მოედანზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების გადაფრენა, თუმცა "უამინდობის გამო", ეს გეგმა ჩაიშალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge