png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყირიმის ხიდი დაინგრევა - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

  • მსოფლიო
  • 09.05.2022
  • 14:26
ყირიმის ხიდი დაინგრევა - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

„ყირიმის ხიდი აუცილებლად დაინგრევა, ეს დროის საკითხია“,  - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსიევმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის არმიას ამოცანის შესასრულებლად უკვე აქვს აუცილებელი იარაღი, მაგრამ სამხედროებმა „აზოვის ზღვის სანაპიროსთან უფრო ახლოს უნდა წაიწიონ“.

გამოცემა „ვოტ ტაკ“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გაჩნდა ყირიმის ხიდის განადგურების დროის უკუათვლის ვებგვერდი. ვებგვერდის თანახმად, ხიდის განადგურება უნდა მოხდეს 9 მაისს.

მანამდე ლატვიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა იანის სლაიდინუშმა ასევე ივარაუდა, რომ უკრაინის ძალებმა ყირიმის ხიდს სწორედ აღნიშნულ რიცხვში უნდა დაარტყან. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის დაზიანება სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რადგან ამ ხიდის მეშვეობით იარაღი მთელი სამხრეთის მიმართულებას მიეწოდება.

ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს, ექსპლუატაციაში 2019 წელს შევიდა, ის თითქმის 19 კმ სიგრძისაა. მშენებლობის ღირებულება კი დაახლოებით 250 მლრდ რუბლს შეადგენს.

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის არმიამ აზოვის ზღვის სანაპირო მთლიანად დაიკავა, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს ამ მომენტისთვის აკონტროლოს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზები ყირიმის ნახევარკუნძულამდე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge