png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპის მომავალი უკრაინის მომავალია - ურსულა ფონ დერ ლაიენი

  • მსოფლიო
  • 09.05.2022
  • 21:27
ევროპის მომავალი უკრაინის მომავალია  - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის მომავალი - უკრაინის მომავალიცაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი დემოკრატიის მომავალი - ეს თქვენი დემოკრატიის მომავალიცაა“, - აღნიშნა მან უკრაინისადმი მიმართვისას.

მანამდე ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ევროკომისია უკვე ივნისში შეეცდება თავისი მოსაზრება გამოთქვას ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადის შესახებ.

8 მაისს G7-ის ქვეყნების ლიდერების ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც მიწვეული იყო უკრანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გამოქვეყნდა სპეციალური განცხადება, რომელშიც გამოხატული იყო უკრაინის მხარდაჭერა ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნის მხრიდან.

კონკრეტულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები უახლოეს კვირებში უკრაინისთვის გაზრდიან კოლექტიურ მოკლევადიან ფინანსურ მხარდაჭერას, რათა დაეხმარონ დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში, ასევე შეიმუშაონ უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის გრძელვადიანი მხადაჭერისთვის ვარიანტები.

G7-ის ლიდერებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს, რომ „დიდი შვიდეული“ და უკრაინა „ერთიანნი არიან ამ რთულ დროს და ერთიანნი არიან თავიანთ მისწრაფებაში უზრუნველყონ უკრაინის დემოკრატიული და აღორძინებული მომავალი“.

„ჩვენ კვლავინდებურად ერთიანნი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, არ დავუშვათ , რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოს. ყველა იმ ადამიანის ხსოვნის სახელით, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ ბრძოლა დღეს, უკრაინის ხალხისთვის, ევროპისა და მსოფლიო საზოგადოებისათვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge