primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საკრებულოში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიში მოისმინეს

  • პოლიტიკა
  • 23.02.2016
  • 13:12
საკრებულოში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიში მოისმინეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, 2015 წლის თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრა, რომელსაც საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. 
ანგარიში საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თანამშრომლების საერთო დონაციებით სოლიდარობის ფონდში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთი ლიდერია.
მარიამ ჯაშმა საქართველოს სოლიდარობის ფონდის შექმნაზე, ფონდის სამწლიან სტრატეგიულ გეგმაზე, დაფინანსების არსებულ და შესაძლო წყაროებზე, დონაციების საერთო მოცულობაზე, განხორციელებულ საქმიანობაზე და ფონდში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. 
მანვე საკრებულოს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„სოლიდარობის ფონდში თანამშრომლების საერთო დონაციებით თბილისის საკრებულო ერთ-ერთი ლიდერია. 2014 წლის ივლისიდან დღემდე, ფონდში საერთო ჯამში 5.7 მლნ ლარის მობილიზება მოხდა. 
პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, ფონდმა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ 215 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა.
პირველ ეტაპზე სოლიდარობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა, ფონდის მანდატი ბევრად ვრცელია და საზოგადოების ჩართულობით პროგრამების გაფართოებას შევძლებთ“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებში მარიამ ჯაშმა საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების კითხვებს უპასუხა.
„ფონდის საქმიანობის შესახებ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ფონდის დაფინანსებით მკურნალობის შედეგად მრავალი ბავშვის გადარჩა.
ბუნებრივია, ასეთი აქტივობა მისასალმებელია. მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი სოლიდური წარმომადგებელი საჯარო სექტორიდან, რომელსაც სოლიდარობის ფონდში თავისი წვლილი შეაქვს თბილისის საკრებულოა. მინდა საკრებულოს თანამშრომლებს და სოლიდარობის ფონდს მადლობა გადავუხადო, რადგან ეს არის მართლაც სოლიდური და ძალიან გულწრფელი დახმარება ჩვენი თანამოქალაქეებისა“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა პრეზენტაციის შემდეგ. 
სიტყვით გამოსვლისას, საკრებულოს აპარატის უფროსმა ელენე დუმბაძემ წარმოდგენილი პრეზენტაციისთვის სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა.
„ფონდმა დახმარების გაწევა, როგორც სადიაგნოსტიკო, ისე მკურნალობის თვალსაზრისით 215-ზე მეტი ბავშვისთვის შეძლო. სტატისტიკა, რასაკვირველია, მზარდია და ერთად შევძლებთ დახმარებისა და მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანების თანადგომას. სოლიდარობის ფონდმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სიკეთე მართლაც გადამდებია. საკრებულო ყოველმხრივ ცდილობს ფონდის მხარდაჭერას და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ელენე დუმბაძემ.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა.
დაფუძნებიდან დღემდე ფონდს საჯარო სამსახურის 55 000 - ზე მეტი თანამშრომელი, 23 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge