რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 26 350-მდე სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
- მსოფლიო
- 11.05.2022
- 13:39
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 26 350 -ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 1 187 ;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 856 ;
საარტილერიო სისტემა - 528;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 185;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 87;
თვითმფრინავი - 199;
ვერტმფრენი - 160;
საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი - 1 997 ;
გემი/კატერი - 12;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 390 ;
სპეციალური ტექნიკა - 41;
ფრთოსანი რაკეტა - 94;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.