png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კუნძულ ზმეინისთვის უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს

  • მსოფლიო
  • 11.05.2022
  • 17:34
კუნძულ ზმეინისთვის უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს

კუნძულ ზმეინისთვის მიმდინარე ბრძოლებისას უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა Bayraktar-ებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის საჰაერო თავდაცის სისტემებსა და გემებს და ამით ხელი შეუშალეს მტერს თავისი გარნიზონების გაძლიერებაში. აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრანაის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა, 11 მაისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარატმენტმა დაადასტურა.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები და გემები აღმოჩნდნენ ნაკლებად დაცული ყირიმში რუსეთის ფლოტის უკან დახევის შემდეგ კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შედეგად. ამავდროულად, ბრიტანეთის თავდაცის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ თუ რუსეთი თავისი პოზიციების გაძლიერებას მოახერხებს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების, საჰაერო თავდაცის სისტემებისა და სანაპიროს დაცვის დახმარებით, შეძლებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დომინირებას.

7 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ოპერატიულმა სარდლობამ „სამხრეთმა“ განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინთან  Bayraktar-ებმა გაანადგურეს რუსეთის სამი მოიერიშე სადესანტო-კატერი.

9 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ოგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გენშტაბმა 7 მაისს „ზელენსკის უშუალო ბრძანებით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მრჩევლების მონაწილეობით“, დაგეგმა „დიდი პროვოკაცია“ კუნძულ ზმეინის დასაკავებლად.

მისი მტკიცებით, ბრძოლების დროს კიევმა დაკარგა სამი ბომბდამშენი, ერთი მოიერიშე, 10 ვერტმფრენი, სამი სადესანტო-მოიერიშე კატერი და 30 დრონი.

კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა ომის პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. 24 თებერვალს კრეისერმა „მოსკვამ“  უკრაინელ სამხედროებს დანებება მოსთხოვა და ცნობილი პასუხი მიიღო. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კუნძული რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge