png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინამ ხერსონის ოლქში 20 დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

  • მსოფლიო
  • 11.05.2022
  • 21:49
უკრაინამ ხერსონის ოლქში 20 დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისაგან ხერსონის ოლქში 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 11 მაისს ბრიფინგზე ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ განაცხადა. 

„ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დნიპროპეტროვსკისა და მიკოლაივის ოლქების საზღვარზე. დნიპროპეტროვსკის ოლქის მხრიდან - დიდება უფალს, დიდება ჩვენს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს - გვაქვს უკვე 20 გათავისუფლებული დასახლებული პუნქტი სამ ტერიტორიულ თემში - ვისოკოპოლის, ნოვოვორონცოვისა და კოჩუბეევის“, - თქვა ლაგუტამ.

მისი თქმით, იქ სადაც შესაძლებელია, აღდგა მშვიდობიანი ცხოვრება, მუშაობენ უკრაინის სახელმწიფო ორგანოები, გაიცემა პენსიები, შექმნილია ჰუმანიტარული შტაბი.

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში 24 თებერვალს ანექსირებული ყირიმიდან შევიდნენ.

23 აპრილს უკრაინის არმიამ სამხრეთით ოკუპანტების შეტევა მოიგერია და ხერსონის ოლქის რვა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი ოთხ დასახლებულ პუნქტზე მიკოლაივისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის "ახალმა ხელისუფლებამ", რომელიც რუსი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ოლქის რუსეთთან მიერთების თხოვნით მიმართოს. ამის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია ხერსონს გაათავისუფლებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge