png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის საგარეო უწყება, ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, საპასუხო ზომებით იმუქრება

  • მსოფლიო
  • 12.05.2022
  • 17:19
რუსეთის საგარეო უწყება, ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, საპასუხო ზომებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი სამხედრო-ტექნიკური და სხვა სახის საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, თუ ფინეთი ნატო-ს შეუერთდება.

"ფინეთის ნატოში გაწევრიანება სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთ-ფინეთის ორმხრივ ურთიერთობებს, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში.

რუსეთი იძულებული იქნება გადადგას საპასუხო ნაბიჯები, როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვა ხასიათის, რათა შეაჩეროს მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ამ კუთხით წარმოქმნილი საფრთხეები", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ჰელსინკმა უნდა გააცნობიეროს ასეთი ნაბიჯის პასუხისმგებლობა და შედეგები", - დასძენენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ამასთან, რუსეთი ირწმუნება, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა იქნება. ამ კონტექსტში, რუსეთი 1947 წლის პარიზის სამშვიდობო შეთანხმებასა და რუსეთ-ფინეთის ურთიერთბების საფუძვლების შესახებ 1992 წლის შეთანხმებაზე მიანიშნებს.

"ნატო-ს მიზანი, რომლის წევრმა ქვეყნებმა მტკიცედ დაარწმუნეს ფინური მხარე, რომ ალიანსში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობდა, ნათელია - გააგრძელოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, შექმნას ჩვენი ქვეყნის სამხედრო საფრთხის კიდევ ერთი ფლანგი. მაგრამ რატომ უნდა გადააქციოს ფინეთმა თავისი ტერიტორია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ხაზად, ხოლო დაკარგოს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას, ამას ისტორია განსჯის", - ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

მანამდე, ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კრემლმა. სპიკერ პესკოვის განცხადებით, ფინეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი საფრთხედ აფასებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge