png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლატვიაში ნებადართული გახდა საბჭოთა მემორიალური ძეგლების აღება

  • მსოფლიო
  • 12.05.2022
  • 18:49
ლატვიაში ნებადართული გახდა საბჭოთა მემორიალური ძეგლების აღება

ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა) საბოლოო მოსმენით დაამტკიცა რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების საკითხი  მემორიალური ნაგებობების შენარჩუნების შესახებ.

„დღეს, საბჭოთა არმიის გამოსახულება და  სიმბოლიკა უშუალოდ და არაორაზროვნად უკავშირდება რუსეთის აგრესიასა და დანაშაულებს, რომლებსაც მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში სჩადის. გეოპოლიტიკური პირობებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ცვლილება ნიშნავს, რომ ლატვიას არ შეუძლია და ვალდებული არ არის შეინარჩუნოს ისეთი ნაგებობები, როგორიცაა საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, - განაცხადა სეიმის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ რიხარდს კოლსმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია კვლავინდებურად შეასრულებს ორმხრივი შეთანხმების პუნქტებს, რომელიც სამარხებსა და საფლავებს ეხება.

ხელშეკრულების პირობების მოქმედება, რომელიც მემორიალების შენარჩუნებას ეხება, 16 მაისიდან შეჩერდება „მანამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია უკრაინის წიააღმდეგ არ დაასრულებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, მათ შორის არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან და არ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და არ ანაზღაურდება უკრაინისთვის მიყენებული ზიანი“.

Delfi-ს ცნობით, ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება რიგის განმათავისუფლებელთა ძეგლის დემონტაჟის იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა. ვინაიდან, ძეგლი მდებარეობს რიგაში, მისი აღების გადაწყვეტილება რიგის საკრებულომ უნდა მიიღოს. როგორც რიგის მერმა მარტინიშ სტაკისმა 11 მაისს განაცხადა, მონუმენტს, სავარაუდოდ, 2022 წლის 1 ოქტომბრის სეიმის არჩევნებამდე არ აიღებენ.

რიგის განმათავისუფლბელთა ძეგლის აღების საკითხი, რომელიც 1985 წელს დაიდგა, არა ერთხელ დაისვა. დისკუსია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე განახლდა.

ძეგლთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ყოველ წელს ღონისძიებები იმართებოდა. 2022 წელს  ლატვიაში 9 მაისი უკრაინაში დაღუპულების ხსოვნის დღედ გამოცხადდა და ქვეყანაში ნებისმიერი მასობრივი ღონისძიება აიკრძალა.

ნებადართული იყო ძეგლის ყვავილებით შემკობა, თუმცა ხაზგასმული იყო, რომ ეს არასასურველი იქნებოდა. 10 მაისს დილით, ყვავილები გაიტანეს, რამაც ლატვიის ზოგიერთი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეებმა ძეგლთან ყვავილები ისევ მიიტანეს. სახელმწიფო პოლიციის ხელმძღვანელის არმანდს რუკსის ინფორმაციით, მომავალ წელს, იმ შემთხვევაში თუ ძეგლი აღებული არ იქნება, 9 მაისს მისი ყვავილებით შემკობა არ მოხდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge