png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაერო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს

  • მსოფლიო
  • 12.05.2022
  • 20:47
გაერო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ხუთშაბათს, მიიღებს გადაწყვეტილებას კიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ.

რეზოლუცია, რომელიც უკრაინამ წარადგინა და მხარი 50-ზე  მეტმა ქვეყანამ დაუჭირა, კომისიას უფლებამოსილებას აძლევს გამოიძიოს მოვლენები კიევის ოლქის რაიონებში, სადაც  რუსეთის ჯარი იმყოფებოდა.

კომისია ანგარიშს მომავლი წლის დასაწყისისთვის მოამზადებს.

„რაიონებში... რომლებიც ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ თებერვლის ბოლოსა და მარტში, მოხდა ადამიანის უფლებების ყველაზე შემაძრწუნებელი დარღვევები ევროპის კონტინენტზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯაფაროვამ.

შეგახსენებთ, გასულ თვეს რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს უკრაინაში სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო.

იმავე სხდომაზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებულია რუსეთის ძალების მხრიდან შესაძლო ომის დანაშაულები.

„კიევიდან ჩრდილოეთის რაიონებში, უკანონო მკვლელობების მასშტაბები, მათ შორის მასობრივი სიკვდილით დასჯის ნიშნები, შოკისმომგვრელია“, - განაცხადა მან.

ათობით ქვეყანა, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ასევე მოითხოვს ბაჩალეტისგან ივნისის სესიაზე წარადგინოს განახლებული ინფორმაცია მარიუპოლში მომხდარ დარღვევებზე.

„ერთად მუშაობით ჩვენ უნდა გავუგზავნოთ დამაჯერებელი სიგნალი მათ, ვინც მონაწილეობს ამ სასტიკ ომში თავისი არჩევანით და უზრუნველვყოთ მათი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ადამიანების უფელბათა საკითხებში მიშელ ტეილორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge