png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კოსოვომ ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა

  • მსოფლიო
  • 12.05.2022
  • 22:29
კოსოვომ ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე  განაცხადი შეიტანა

ნაწილობრივ აღიარებულმა კოსოვოს რესპუბლიკამ ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. ამას მკვეთრად ეწინააღმდეგება სერბეთი, რომელიც ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკას თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ევროსაბჭოში კოსოვოს შესვლამ, შესაძლოა, რეგიონში ვითარება გაამწვავოს. ბელგრადში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.

განაცხადი კოსოვომ ხუთშაბათს, 12 მაისს შეიტანა. მის დასამტკიცებლად გაწევრიანებას მხარი საბჭოს 2/3-მა უნდა დაუჭიროს. სავარაუდოდ, კენჭისყრა პრიშტინასთვის წარმატებული იქნება, რადგან საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შემდეგ კოსოვოს აღიარების მომხრეებს საკმარისი ხმები აქვს რომ უმრავლესობა მოიპოვოს. იწუყება რადიო თავისუფლება.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა. ქვეყანა დღეისათვის, 98-მა ქვეყანამ აღიარა. თუმცა კოსოვო არ არის უმეტეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში. პრიშტინა ისწრაფვის შეცვალოს სიტუაცია და მიზნად აქვს დასახული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 11 მაისს განაცხადა, რომ ბელგრადი კოსოვოს განაცხადს ძლიერ პასუხს გასცემს და მისი მდგომარეობა „არც ისე მარტივი იქნება, როგორც მას წარმოუდგენია“.

ბელგრადი განაცხადს ვაშინგტონის 2020 წლის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს, რომლის თანახამდ პრიშტინას წლიური მორატორიუმი დაუწესდა საერთაშორისო სტრუქტურებში წევრობის განაცხადის შეტანაზე. მორატორიუმის ვადა უკვე ამოიწურა.

2015 წლის ნოემბერში კოსოვო ვერ გახდა გაეროს კულტურული ორგანიზაციის UNESCO-ს წევრი მას შემდეგ, რაც ბელგრადმა პრიშტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა. კოსოვო წარმატებით შეუერთდა საერთაშორისო ფეხბურთის მმართველ ორგანოს FIFA-ს 2016 წლის მაისში.

ევროსაბჭოს ბოლოს მონტენეგრო შეუერთდა, 2007 წლის 11 მაისს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge