png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 13.05.2022
  • 19:00
თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნა

დღეს თბილისში, ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნა. მემორიალი ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლად გაშენებულ პარკში „ისრაელის სახლის“ ინიციატივით განთავსდა. ორგანიზაციის ინიციატივითვე, პარკში, 30-მეტრიან კედელზე მოიხატა ანა ფრანკის სურათი. „ისრაელის სახლის“ ინიციატივა თბილისის საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის მხარდაჭერით განხორციელდა.

სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვია ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას ესწრებოდა საქარველოს პარლამენტის წევრი, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრები რევაზ სოხაძე და ნინო ვარდოსანიძე, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე, სტუმრები ისრაელიდან და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.

„ისრაელის სახლის“ მიმართვის საფუძველზე აღნიშნულ პარკს ქართველი შინდლერების (სერგი მეტრეველი, მიხეილ კედია, გრიგოლ ფერაძე და სხვ.) სახელი მიენიჭება.

ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და ისრაელის ჰიმნებით, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ შეასრულა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა და მადლობა გადაუხადა ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატს თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძეს მხარდაჭერისთვის.

„დღეს ისრაელში იყო ტერაქტის მცდელობა და ამ დროს, როდესაც ისრაელელი ტელევიზიით უყურებს, ერთი მხრივ, რა ხდება და, მეორე მხრივ, მეგობარ ქვეყანაში იხსნება ქართველი შინდლერების პარკი, კედელზე მოიხატა ანა ფრანკის სურათი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობებისთვის. ეს არის რეალური ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების კავშირებისთვის", - განაცხადა იციკ მოშემ.

ქნესეთის წევრის, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის დავიდ ბიტანის თქმით, ის ბედნიერია, რომ ამ მემორიალის გახსნაში მონაწილეობს. „მემორიალი ეძღვნება ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ებრაელი ხალხისთვის ძალიან მტკივნეულ პერიოდს. ჩვენს მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ ჩვენი კავშირისა და მეგობრობის შესახებ. ყველა ის ქართველი, რომელმაც ერთი ადამიანი მაინც გადაარჩინა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და მის შესახებ მომავალ თაობებს მოვუყვეთ", - განაცხადა ისრაელელმა პარლამენტარმა.

საკრებულოს წევრმა რევაზ სოხაძემ მემორიალის გახსნას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რომ, ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულებს და ებრაელ ერს, რომელმაც ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო კაცობრიობის ისტორიაში; აგრეთვე, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ებრაელი ხალხითვის ყველაზე მძიმე პერიოდში მათ დასახმარებლად და გადასარჩენად“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ისრაელის დელეგაციის წევრმა, ქალაქ რიშონ ლეციონის მერმა რაზ კინსტლიხმა. მისი თქმით, მისმა უშუალო წინაპრებმა ჰოლოკოსტი გამოიარეს და ეს დღე მისთვის განსაკუთრებით ემოციურია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტარი გივი მიქანაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება ინიციატივას, პარკს ქართველი შინდლერების სახელი დაერქვას. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი და ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი დავით ჩიკვაიძე. ამ უკანასკნელის მხარდაჭერითა და „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, 2 წლის წინ ონში, ისრაელის მემორიალური მუზეუმის იად ვაშემის მიერ „მართალად“ აღიარებული სერგი მეტრეველის მემორიალი აღიმართა.

ღონისძიება დასრულდა ებრაული სიმღერით „ელი, ელი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge