png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტი უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს იუსტიციის საბჭოს სასწრაფო და რადიკალური რეფორმირებისაკენ მოუწოდებს

  • საზოგადოება
  • 23.02.2016
  • 16:21
პრეზიდენტი უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს იუსტიციის საბჭოს სასწრაფო და რადიკალური რეფორმირებისაკენ მოუწოდებს

იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს, - ამის შესახებ განცხადებები დღეს საქართველოს  პრეზიდენტის მრჩეველმა და საპარლამენტო მდივანმა გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იუსტიციისსაბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში. არღვევს კანონს მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლებისპროცესში. ის, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმებისსწრაფი, დროული და სწორი გატარება დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმირება .

„ჩვენ ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს. მაგალითად, რეფორმას, რომელიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების  საშუალებას მოსამართლეთაშერჩევა დანიშვნის პროცესში, როგორიც აქამდე მიიღეს.

მათ მოსამართლეთა შერჩევა - დანიშვნის კრიტერიუმები  დაარღვიეს და იმედი გვაქვს, რომ როცა კანონის დონეზე გაიწერება ეს კრიტერიუმები, კანონს ვეღარ დააღვევენ.

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას რა წესითაც გუშინ მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება.

არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია მამუკა ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი რომ ყველა მათგანი, რომ ყოფილიყო აბსოლუტური ჭეშმარიტება საბჭოს მაინც არშეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება რაც გუშინ მიიღო" - აღნიშნა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის დაცვის ერთერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი საზოგადოების მხრიდანამ ინსტიტუტისადმი ნდობაა, თუმცა ამ ეტაპზე,  საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს.

„ამასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკანსკნელ პერიოდში, თუ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დავაკვირდებით, მოსამართლეთა გამწესებასთან თუ  სასამართლო თანამდებობის პირებისგათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში გასცდა კანონით დადგენილ საფუძვლებს", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ. 

მისი განცხადებით, აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაში მითითებული იყო იუსტიციის საბჭოს მყისიერი რეფორმის დაწყების და გატარებისაუცილებლობა, შესაბამისად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსრადიკალური რეფორმირება იმისთვის, რომ ამ ორგანომ კვლავ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge