პუტინს უკრაინასთან და დასავლეთთან მოლაპარაკებები სურს - ერდოღანის მრჩეველი
- მსოფლიო
- 13.05.2022
- 21:46
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთს უკრაინასთან და და დასავლეთთან მოლაპარაკება სურს. ამის შესახებ მან გამოცემა Türkiye-ს განუცხადა.
„ჩვენ ვიცით ამის შესახებ: რუსეთს სურს დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან არა მხოლოდ უკრაინასთან, დასავლეთთანაც, რათა გააფორმოს ახალი დიდი შეთანხმება. მოლაპარაკებისთის ყველა მხარემ, მათ შორის ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა კონსტრუქციული პოზიცია უნდა დაიკავონ“, - განაცხადა მან.
კალინის თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის აუცილებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებებზე.
„სამწუხაროდ, ბოლო კვირების მოვლენები ნეგატიურად აისახა ამ პროცესზე {მოლაპარაკების}. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მოლაპარაკებისა და დიალოგის გზაზე და არა ომის. გამოვიჩენთ მოთმინებასა და სიმტკიცეს“, - დასძინა კალინმა.