რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა
- მსოფლიო
- 13.05.2022
- 22:15
რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი 14 მაისიდან შეწყდება. როგორც რუსული ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ რაოს“ კუთვნილ კომპანია RAO Nordic Oy-ში განაცხადეს, მიწოდება ელექტრონერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო შეწყდება.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ფინეთის ხელისუფლებამ ნატო-ში გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადა. ფინეთი რუსეთისგან საჭირო ელექტრონერგიის მხოლოდ 10 პროცენტს ყიდულობს.
ფინურმა ქსელურმა ოპერატორმა Fingrid-მა განაცხადა, რომ ქვეყანა დეფიციტს შვედეთიდან მიწოდებისა და ფინეთში წარმოების გაზრდის ხარჯზე შეავსებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200