png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინამ, სავარაუდოდ, ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო - ISW

  • მსოფლიო
  • 14.05.2022
  • 10:09
უკრაინამ, სავარაუდოდ, ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო -  ISW

რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, გადაწყვიტეს ხარკოვის შემოგარენში თავიანთი პოზიციები დატოვონ, უკრაინის კონტრშეტევებისა და გამაგრების შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW)  ახალ ანგარიშში.

რუსეთის ქვედანაყოფები, როგორც წესი, არ ცდილობდნენ უკრაინის ძალების კონტრშეტევების წინააღმდეგ პოზიციების გამაგრებას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინამ როგორც ჩანს ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო.  

"უკრაინის ძალებმა რუსეთის არმიას არ მისცეს შესაძლებლობა ალყაში მოექციათ ხარკოვი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დაპყრობაზე, შემდეგ კი ისინი ქალაქის შემოგარენიდან განდევნეს, როგორც ის ჯარები, რომლებიც კიევის დაკავებას ცდილობდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

რუსებს ასევე ჰქონდათ იზიუმიდან სახმელეთო შეტევის წარუმატებელი მცდელობა.

მცირემასშტაბიანი და წარუმატებელი შეტევები დონეცკის მახლობლადაც გაგრძელდა, თუმცა რეალური პროგრესის გარეშე.

ანგარიშის თანახმად, რუსები კვლავ ცდილობენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას. რუსულმა ძალებმა, რომლებიც პოპასნიადან ჩრდილოეთისკენ უტევენ, ბოლო 24 საათში მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს. ქვედანაყოფებმა, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებიან, ვერ შეძლეს მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთა და უდიდესი დანაკარგი განიცადეს.

ამასთან, რუსებს შესაძლოა, არ ჰყოფნიდეთ დამატებითი ახალი საბრძოლო ძალა, რათა მოახდინონ ამ დანაკარგების კომპენსირება და ფართო მასშტაბით იერიშის გაგრძლება, იმისთვის, რომ დაასრულონ ალყაში მოქცევა {სევეროდენცკისა და ლისიჩანსკის}, თუმცა სავარაუდოდ, ისინი ამის მცდელობას მაინც გააგრძელებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge