png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავს - უკრაინის გენშტაბი

  • მსოფლიო
  • 14.05.2022
  • 11:39
რუსეთს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავს - უკრაინის გენშტაბი

რუსეთს ხარკოვის ოლქიდან ჯარები გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს სრულმასტშაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მათი ძირითადი მიზანი - დონეცკის, ლუჰანსკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარება და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო კორიდორის უზრუნველყოფაა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გენშტაბის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს საომარ მოქმედებებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, ახორციელებს ცეცხლს შეხების მთელ ხაზზე და უკრაინის ძალების სიღრმეში. რუსი ოკუპანტების მცირე აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებებით.

ამასთან, გენშტაბისვე ინფორმაციით, შენარჩუნებულია  მტრის მხრიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე სამხედრო და სამოქალაქო და ობიექტების წინააღმდეგ.

ამავდროულად, აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW)  ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინამ სავარაუდოდ, ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო.  

"უკრაინის ძალებმა რუსეთის არმიას არ მისცეს შესაძლებლობა ალყაში მოექციათ ხარკოვი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დაპყრობაზე, შემდეგ კი ისინი ქალაქის შემოგარენიდან განდევნეს, როგორც ის ჯარები, რომლებიც კიევის დაკავებას ცდილობდნენ", - ნათქვამია ანგარიშში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge