რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 27 200-მდე სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
- მსოფლიო
- 14.05.2022
- 13:42
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 27 200 -ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 1 218 ;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 934 ;
საარტილერიო სისტემა - 551;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 195;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 88;
თვითმფრინავი - 200;
ვერტმფრენი - 163;
საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი - 2 059 ;
გემი/კატერი - 13;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 411;
სპეციალური ტექნიკა - 42;
ფრთოსანი რაკეტა - 95;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.