png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის, მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი - კობახიძე

  • კომენტარები
  • 14.05.2022
  • 16:47
სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის, მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი - კობახიძე

ვერც სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღარ არის ის საპატიმროები, რომელიც იყო წინა ხელისუფლების პირობებში.

„ეს აღარ არის ის საპატიმროები, რომელიც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს 12-ჯერ არის შემცირებული ეს სტატისტიკა, რადგან არის სრულიად სხვა მომსახურება და სრულიად სხვა პირობები. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ, ბუნებრივია, ის წარმატებული ვერ იქნება ასეთ პირობებში.

საქართველოში ყველანაირი საშუალებაა მკურნალობისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება და დღეს ამის საჭიროებაც არ არის. რომ არ იცით დიაგნოზი და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული, ეგ მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა, ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი, რადგან ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. ერთკვირიანი კამპანია რომ გაქვთ აწეული, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე ამ კამპანიას აქვს მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი. თქვენ რომ არ იცით, ეს უკვე არის ჩემთვის დიაგნოზის ცოდნა. თქვენ რომ გცოდნოდათ, პირველი გამოიტანდით ამას. რომ არ გაქვთ გამოტანილი, ე.ი. დიაგნოზი არის სუფთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge