png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აზერბაიჯანი იუწყება, რომ ევროვიზიაზე 12 ქულა უკრაინას მისცა და არა ბრიტანეთს

  • მსოფლიო
  • 15.05.2022
  • 13:43
აზერბაიჯანი იუწყება, რომ ევროვიზიაზე 12 ქულა უკრაინას მისცა და არა ბრიტანეთს

აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე, რომელიც უკრაინის გამარჯვებით დასრულდა, აზერბაიჯანის ეროვნულმა ჟიურიმ უმაღლესი 12 ქულა უკრაინას მისცა და არა დიდ ბრიტანეთს, როგორც ეს კონკურსის მიმდინარეობისას, პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს.

ევროვიზიის კონკურსის ფინალში თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ერთვება პირდაპირ ეთერში და აცხადებს ქულათა რაოდენობას, რომელსაც ეროვნული პროფესიული ჟიური კონკურსანტებზე ანაწილებს.

როდესაც აზერბაიჯანის ეროვნული ჟიურის შედეგების გამოცხადების დრო დადგა, ცნობილი გახდა, რომ ბაქოსთან კავშირის ტექნიკური შეფერხების გამო, შედეგებს გამოაცხადებდა არა ტელეწამყვანი ნარმინ სალმანოვა, არამედ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელი. მსგავსი შემთხვევა მოხდა რამდენიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის რუმინეთსა და საქართველოში.

პირდაპირ ეთერში გამოცხადდა, რომ აზერბაიჯანის ჟიურისგან 12 ქულა ბრიტანეთმა მიიღო, სხვა ქულები კი ასე განაწილდა - იტალია - 10 ქულა, შვედეთი - 8 ქულა, პორტუგალია - 7 ქულა, უკრაინა - 6 ქულა, ესპანეთი - 5 ქულა, ნიდერლანდები - 4 ქულა, საბერძნეთი - 3 ქულა, პოლონეთი - 2 ქულა და საფრანგეთი - 1 ქულა.

კონკურსის დასრულებისთანავე, აზერბაიჯანის ტელეარხ ITV-ზე განიხილეს შედეგები, სადაც ტელეწამყვანმა ნარმინ სალმანოვამ თქვა, რომ გაკვირვებული იყო აზერბაიჯანის შედეგების ეკრანზე ხილვით, რადგან ის არ შეესაბამებოდა რეალობას.

ტელეწამყვანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა 12 ქულა მისცა უკრაინას და არა დიდ ბრიტანეთს, და დააკონკრეტა, რომ არხს ტექნიკური პრობლემები არ ჰქონდა ევროპაში მაუწყებლობასთან დაკავშირებით. სალმანოვას თქმით, ამ საკითხზე წარმოება უკვე დაწყებულია.

განცხადება გააკეთა აზერბაიჯანული ტელეარხის წარმომადგენელმა ფარიდა რასულოვამაც:

"აზერბაიჯანმა 12 ქულა მისცა უკრაინას და არა დიდ ბრიტანეთს. ჩვენთან ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებსაც ფართო საზოგადოებას გააცნობენ".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge