უკრაინის არმიამ რუსეთის ძალებს ხარკოვიდან უკან დაახევინა და სახელმწიფო საზღვართან მივიდა
- მსოფლიო
- 16.05.2022
- 11:13
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბატალიონმა ხარკოვის ოლქიდან რუსულ ჯარებს უკან დაახევინა და რუსეთთან სახელმწიფო საზღვრათან მივიდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 22-ე ბატალიონმა რუსები განდევნა და სახელმწიფო საზღვართან მივიდა“, - ნათქვამია უწყების ინფომაციაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულია პრეზიდენტ ზელენსკისადმი სამხედროების მიმართვა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ 15 მაისს, რუსეთთან საზღვრამდე მივიდნენ და მათთან ერთად იმყოფებიან უკრაინელი მესაზღვრეები. "ჩვენ მოვედით, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ აქ ვართ", - მიმართავს უკრაინელი სამხედრო ვოლოდიმირ ზელენსკის.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200