png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან

  • საზოგადოება
  • 16.05.2022
  • 15:16
არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან

არ გადაუხვიო გზიდან და არ თქვა უარი შენს არჩევანსა და მიზნებზე - ამ კონცეფციით შეიქმნა "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" კამპანია, ქალების მხარდაჭერისა და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა 6 პრინტი მამოტივირებელი შინაარსის წარწერებით. სიმბოლურია, რომ პრინტებში იმ ქალების სახელობის ქუჩები გამოიყენეს, რომელთა სახელებიც გამბედაობასა და სიმამაცესთან ასოცირდება. ქალი მფრინავი, მწერალი და უფლებების დამცველი, ეროვნული გმირი თუ ქალი მმართველი - ამ რეგალიების უკან კონკრეტული სახელებია, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია.

ცნობილი ქართველი ქალების - ფადიკო გოგიტიძის, ეკატერინე გაბაშვილის, მაია წყნეთელის, თამარ მეფის, მარო მაყაშვილისა და ელენე ახვლედიანის მოღვაწეობა გახდა "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" კამპანიის ინსპირაციაც.

თეა მანჯავიძე, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მარკეტინგის მენეჯერი: "ჩვენი კომპანიისთვის ქალთა გაძლიერება და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჯერადაც, ჩვენი ორთვიანი კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, ქალებისათვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, იყვნენ თამამები, გაბედულები და არასოდეს თქვან უარი თავიანთ მიზნებზე. მხოლოდ ასე, ერთად შევძლებთ, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. შევეცადეთ, პრინტკამპანიის მეშვეობით გვეჩვენებინა თანამედროვე სიტუაციები - მძღოლი გოგონა, რომელიც არღვევს დამკვიდრებულ არასწორ დამოკიდებულებებს, მოძრაობს ქალაქში, მიჰყვება საკუთარი მიზნებს და თავად მართავს როგორც მანქანას, ისე საკუთარ ცხოვრებას".

კომპანიამ, რომლისთვისაც ქალთა მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა, გადაწყვიტა, ამ გზით კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ქალებისათვის, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ - წარმატების მიღწევა, სტერეოტიპების მსხვრევა და სხვებისათვის მაგალითის მიცემა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge