png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თურქმენეთში ქალებს ეკრძალებათ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ფრჩხილების დაგრძელება, მკერდის გადიდება, ავტომობილის წინა სავარძელზე დაჯდომა

  • მსოფლიო
  • 17.05.2022
  • 12:00
თურქმენეთში ქალებს ეკრძალებათ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ფრჩხილების დაგრძელება, მკერდის გადიდება, ავტომობილის წინა სავარძელზე დაჯდომა

თურქმენეთის ქალაქ მარიში ათობით წყვილი იმის გამო დააკავეს, რომ ისინი საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში ხელი-ხელ ჩაკიდებულები გამოჩნდნენ. ამის შესახებ „რადიო აზატიკი“ იუწყება.

პოლიციამ დაკავებულები ტრადიციების დარღვევაში დაადანაშაულა. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელი მოაწერეს პირობას, რომ მომავალში საჯაროდ გრძნობებს აღარ გამოხატავდნენ.  

პოლიციელები მათ დაპირდნენ, რომ „სეროიზულ პრობლემებს“ შეუქმნიდნენ დარღვევის განმეორების შემთხვევეაში.

ადგილობრივების,  განსაკუთრებით ქალების გარეგნობის კონტროლი თურქმენეთში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხელისუფლებაში სერდარ ბერდიმუჰამედოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მან მარტში ფაქტობრივად უალტერნატივო საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თანამდებობაზე მამა -გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი შეცვალა.

აპრილიდან, ქვეყანაში დაწესდა აკრძალვები ისეთ კოსმეტიკურ ოპერაციებზე, როგორიცა ტუჩებისა და მკერდის გადიდება ან ტატუს გაკეთება. ამასთან, ქუჩებში დააკავეს და დააჯარიმეს ქალები, რომლებსაც ფრჩხილები და წამწამები დაგრძელებული ჰქონდათ.

სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს მუქარის ქვეშ დააწერინეს განცხადებები, რომ კოსმეტიკას არ გამოიყენებდნენ.

ათობით ბორტგამცილებლი  და გამცილებელი, რომლებიც სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიებში მუშაობდნენ, მკერდის იმპლანტებისა და ტუჩების გადიდების გამო გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, ხელისუფლება ქალებს ავტომობილის წინა სავარძელზე დაჯდომა აუკრძალა, ასევე მძღოლებს ეკრძალებათ ავტომობილის სალონში დასვან ქალები, თუ ისინი არ არიან მათი ნათესავები: საგზაო პოლიცია აჩერებს ავტომანქანებს, სადაც ქალები იმყოფებიან და მძღოლთან მათი ნათესაური კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს.

 „რადიო აზატიკს“ მთავრობის წარმომადგენლებთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ ხელისფლება განიხილავს ქალებისთვის საზღვარგარეთ წასვლის აკრძალვის საკითხსაც. ქალებს უცხოეთში წასვლა მხოლოდ სამკურნალოდ შეეძლებათ.

ქალების გარეგნობაზე მკაცრი შეზღუდვები თურქმენეთში პერიოდულად წესდებოდა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის პრეზიდენტობის დროსაც, თუმცა მაშინ აღნიშნული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი არ მიმდინარეობდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge