png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შვედეთმა ხელი მოაწერა ნატოში გაწევრიანების განაცხადს

  • მსოფლიო
  • 17.05.2022
  • 15:00
შვედეთმა ხელი მოაწერა ნატოში გაწევრიანების განაცხადს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების განაცხადს.

ამ ნაბიჯით, შვედეთმა ოფიციალურად დაასრულა სამხედრო ნეიტრალიტეტი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა. სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გაზრახვა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.

ენ ლინდეს განცხადებით, ნატოში გაწევრიანების განაცხადი მნიშვნელოვანი მომენტია შვედისთვის.

" ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომელიც საუკეთესოა შვედეთისთვის. არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება ამას, თუმცა ჩვენი გათვლით, ამას შესაძლოა, ერთ წლამდე დასჭირდეს", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ენ ლინდეს განცხადებით, შვედეთი ბრიუსელში განაცხადს ფინეთთან ერთად წარადგენს.

16 მაისს, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა შეუერთდეს ნატოს მეზობელ ფინეთთან ერთად, რათა "უზრუნველყოს შვედი ხალხის უსაფრთხოება".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში შესვლა პირდაპირ საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს, მაგრამ სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოება ამ ტერიტორიაზე "რა თქმა უნდა გამოიწვევს მოსკოვის პასუხს".

ნატოში გაწევრიანებისთვის მისი ყველა, 30-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. ამ დროისთვის, თურქეთი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge