ბათუმში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა
- სამართალი
- 17.05.2022
- 16:12
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, ქალი სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დანით დაჭრა. სხვა დეტალები უცნობია.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200