png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის დუმის დეპუტატები „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ

  • მსოფლიო
  • 17.05.2022
  • 19:19
რუსეთის დუმის დეპუტატები „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვისტი" ავრცელებს. დუმა ოთხშაბათს  „ნაცისტი დამნაშავეების“ გაცვლის აკრძალვის, 26 მაისს კი - რუსეთის უმაღლესი სასამართლო „აზოვის“ პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს განიხილავს.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის თამჯდიმარის ანდრეი კარტაპოლოვის წინადადებას, ოთხშაბათს, 18 მაისს განიხილონ „ნაცისტი დამნაშავეების გაცვლის დაუშვებლობის დადგენილების პროექტი“.

მანამდე, დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ “ნაცისტი დამნაშავეები“ არ უნდა დაექვემდებარონ გაცვლას და რუსეთი ყველაფრს გაკეთებს იმისათვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

„ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ", - განაცხადა ვოლოდინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გენერალ-მაიორ კონაშენკოვის განცხადებით, „გუშინ მარიუპოლში დაიწყო აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული, ნაციონალისტური ქვედანაყოფის აზოვის ბოევიკების და უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარება“. კონაშენკოვის თანახმად, 16 მაისს „იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი“.

უკრაინა კი „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ იუწყება. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, 16 მაისს, ევაკუირებული იყო 52 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო, რომლებსაც მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ რუს ტყვეებში გაცვლიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან, 16 მაისს 264 უკრაინელი სამხედრო გაიყვანეს. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, 211 კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენევკაში, საიდანაც უკრაინული მხარის ცნობით, გაცვლის პროცედურა ჩატარდება და მათ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნებენ.

ნოვოაზოვსკი და ოლენევკა რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარის განცხადებით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადასარჩენად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მარიუპოლის დამცველებმა შეასრულეს საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge