png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები მოგების გადასახადის რეფორმას გაეცნენ

  • ეკონომიკა
  • 24.02.2016
  • 10:14
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები მოგების გადასახადის რეფორმას გაეცნენ

ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ბიზნეს სექტორისთვის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის გაცნობას, რომელიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ახალი კანონპროექტის განხილვის პერიოდში გათვალისწინებული იყოს ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები.

 კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები.

 შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს.

„მთავრობის ინიციატივა უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ესაა ბიზნესის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მოდელის შემოღება, კომპანიებს საშუალებას მისცემს გამოათავისუფლონ უფრო მეტი სახსრები, გააკეთონ რეინვესტიცია, რაც გაზრდის ინვესტიციებს ქვეყანაში. უცხოურ კომპანიებს გაუჩნდებათ ინტერესი კაპიტალი დააბანდონ საქართველოში და დაასაქმონ ადამიანები“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი კოტრიკაძემ.

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მისასალმებელია, რადგან ბიზნესს ექნება საშუალება, დაზოგოს ის თანხები, რომელსაც წინა პერიოდში იხდიდა მოგების გადასახადის სახით. ეს გაზრდის კომპანიებში ლიკვიდურობას, საწარმოს განვითარებისთვის მისცემს დამატებით თანხებს. ინვესტორებისთვის კი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან მოგების გადასახადის ახალი წესი მიმზიდველს გახდის ინვესტიციებს ქართულ კომპანიებში“, - აღნიშნა კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

 შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს ნავთობიმპორტიორთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge