primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ 10-პუნქტიანი მოთხოვნების სია წარადგინა - მედია

  • მსოფლიო
  • 18.05.2022
  • 12:51
თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ 10-პუნქტიანი მოთხოვნების სია წარადგინა - მედია

თურქეთის ხელისუფლებამ მოამზადა სია, რომელიც შვედეთისა ფინეთის მიმართ 10 მოთხოვნას შეიცავს. აღნიშნული მოთხოვნების სანაცვლოდ თურქეთი აცხადებს, რომ გადახედავს სკანდივანიური ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. ამის შესახებ გამოცემა Sabah იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, შვედეთი და ფინეთი უნდა „გაერკვნენ პოზიციაში“ ქურთების მუშათა პარტიის მიმართ, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს;

არ დაუშვან თავიანთ პარლამენტებში იმ პირების ღონისძიებების გამართვა, რომლებიც დაკავშირებულები არიან ტერორისტულ სტრუქტურებთან; შეწყვიტონ სირიაში თავდაცვის სახალხო ძალების მატერიალური დახმარება, რომლებსაც ანკარაში ქურთების მუშათა პარტიასთან აკავშირებენ;

დააჩქარონ თურქეთში ტერორისტებთან დაკავშირებული პირების ექსტრადიცია.

შეწყვიტონ ერაყსა და სირიაში მოქმედი ქურთების დაჯგუფებების წარმომადგენლებთან კონტაქტები. ამის გარდა, თურქული მხარე სკანდივანიის ორ ქვეყანას მოუწოდებს შეწყვიტის კავშირი გაქცეულ და ძებნაში მყოფ ფეთჰულას ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც კავშირში არიან თურქეთში 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან.

არ გადადგან ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ;

დაამყარონ რეგულარული კონტაქტები და ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში;

დაბლოკონ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები; არ დაუშვან თავიანთ ტერიტორიებზე ანტითურქული განწყობის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.

ამავდროულად, Bloomberg-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თურქეთი ასევე მოითხოვს იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნასა და ამერიკული F-35-ის პროგრამაში დაბრუნებას. იარაღის ექსპორტზე შეზღუდვები თურქეთს სირიაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა. ამასთან, საუბარია შეზღუდვების მოხსნაზე, რომელიც თურქეთს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S 400-ის შეძენის გამო დაუწესდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 16 მაისს განაცხადა, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგია, რადგან ეს ქვეყნები უარს ამბობენ თურქეთს გადასცენ ქურთების მუშათა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული პირები, ასევე ერდოღანის განცახდებით, აღნიშნულ ქვეყნებს არ აქვთ ტერორისტული სტრუქტურების მიმართ მკაფიო პოზიცია. მან ურჩია სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც უახლოეს მომავალში ანკარაში ჩასვლას გეგმავენ, რათა დაარწმუნონ თურქეთის ხელისუფლება, მიიღონ ისინი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, თურქეთში ჩასვლით არ შეწუხდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge