png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის" მკვიდრნი ვიყოთ - სტურუა კელი დეგნანს

  • საზოგადოება
  • 18.05.2022
  • 15:06
რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის" მკვიდრნი ვიყოთ - სტურუა კელი დეგნანს

რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს:

"ძვირფას ქალბატონს, საქართველოში მყოფს, დიდად პატივცემულ ამერიკის ელჩს, მისს კელი დეგნანს!

ოღონდ ერთი მთავარი და აუცილებელი თხოვნა უნდა შემისრულოთ: არ მისცეთ სათარგმნელად ეს ჩემი თითქოს ვულკანიდან ამოხეთქილი “ემოციის ლავა” თქვენს მომხიბლავ ნაცისტ გოგონებს - ისინი არ გითარგმიან ზუსტად ჩემს გულის ნადებს, ისევე, როგორც ოსტატურად გიმალავენ სიმართლეს და არაფერს გიყვებიან საქართველოს დაუძინებელ მტრებ-ნაცისტების ინტრიგებზე!

მაშ ასე, ვიწყებ! რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს “ბანანის რესპუბლიკის” მკვიდრნი ვიყოთ - და რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევურიგდეთ ოპოზიციას, სრულიად ზნედაცემულ ადამიანებს, ვისთვისაც ფულის, მთავრობის სავარძლების “პედოფილური” სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ?!

პირველად კაცობრიობის ისტორიაში დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა ბაიდენმა მეორე დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, პუტინს მკვლელი უწოდა!

გადაამოწმეთ CIA-ს მონაცემები და დარწმუნდებით რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მაფიას ზუსტად იგივე დანაშაული მიუძღვის! მე ვფიქრობ, რომ თქვენნაირმა პროფესიონალმა ეს ძალიან კარგად იცის!

მაშ რას ერჩით საქართველოს? რას გვერჩით უბედურ და ჯერ კიდევ პატიოსან მოქალაქეებს? რა გსურთ?

1. საბოლოოდ რომ გვეტიროს ყოფა?

2. ერთმანეთი დავკლად და აქ

3. “აკაპულკო-კურორტი” გაგაშენებინოთ ვიღაც უსაქმურ ტურისტებისთვის.

4. თუ მეორე ფრონტი გავხსნათ ოკუპირებულმა ქვეყანამ, (ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა აქმრებმა ერთი მესამედი საქართველოსი რუსებს რომ ჩააბარეს) გავხსნათ მეორე ფრონტი და გუდბაი! (ამასაც ქართულად ვწერ და ძალიან გთხოვთ, ზუსტად გითარგმნონ თქვენმა გაპრანჭულმა, ვითომ პატრიოტ გიორლსებმა?)

5. ან იქნებ გსურთ სასწრაფოდ სანქციები დავაკისროდ რუსეთს: აღარ მივყიდოთ მჟავე მანდარინები და რამდენიმე ბოთლი ტკბილი “ხვანჩკარა”(იცით ალბათ, რომ ბევრი არ მოდის)?

გამოგიტყდებით, ზოგჯერ მეჩვენება, რომ თქვენთვის ო’ჰენრის “მეფეები და კომბოსტო” არის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების მოდელი?

ბოდიშს გიხდით ასეთ ემოციური წერილის გამო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერია დაინგრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, იქნებ მეტი თავისუფლების უფლება მოგვცეს ამრიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მისს კელი დაგნანმა?!..

ზოგჯერ მაინც!.. რა, არ გვაქვს უფლება?

ვერ აგვიხსნია, რატომ გსურთ, თანაც ასე დაჟინებით, რომ ქედმაღალი და ამპარტავანი დიდი ქვეყნების მითითებით პატარა უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანამ, ერთი ციცქნა საქართველომ ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გსურთ!

გიკვრთ არა, რომ ომი არ გვინდა?! არ გახსოვთ, ჩვენ საკმარისად რომ ვიომეთ! დაგავიწყდათ? ის თუ გახსოვთ - დახმარების ნაცვლად თქვენმა ქვეყანამ დასალევი წყალი რომ გამოგვიგზავნა!

ამავე დროს კი გულთბილი სერიოზულობით ქართველების მტრებს, ქურდბაცაცებს, ძალაუფლებით დაკაეფებულ მკვლელებთან სემინარებს აწყობთ ბაკურიანში!

რატომ??? ეს იგივეა, ამერიკელებს რომ შევძახოთ: ახლავე შეურიგდით ჯეფრი ეპშტეინს და ერთად გაუძეხით ბრწყინვალე ქვეყანასო?! ვერ მოასწარით: ეპშტეინმა საეჭვოთ მოიკლა თავი ნიუ იორკის ციხეში. ჩვენ კი მრისხანეთ მიგვითითებთ: "ახლავე შეურიგდით ქართველ ეპშტეინებს!" რატომ?"

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge