png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთმა ფრანგი, ესპანელი და იტალიელი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

  • მსოფლიო
  • 18.05.2022
  • 19:29
რუსეთმა ფრანგი, ესპანელი და იტალიელი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს, 18 მაისს განაცხადა, რომ საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის საელჩოების თანამშრომლები ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება უბრძანა.

უწყების განცხადებით, საპასუხო ზომების ფარგლებში რუსეთში საფრანგეთის დიპლომატიური მისიის 34 თანამშრომელი ნონ გრატად გამოაცხადა.  

ამასთან, აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ელჩს პიერ ლევის გამოეცხადა „მტკიცე პროტესტი“ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ 41 რუსი დიპლომატის გაძევების გამო. საფრანგეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ცნობილი აპრილის დასაწყისში გახდა. საფრანგეთის განცხადებით, დიპლომატების საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე „მტკიცე პროტესტი“ გამოუცხადა ესპანეთის ელჩს მოსკოვში გომეს მარტინესს, მადრიდის მიერ 27 რუსი დიპლომატის გაძევების გამო, ესპანეთის საელჩოს 27 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მოსთხოვა ქვეყანა 7 დღეში დატოვონ.

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები აპრილის დასაწყისში გააძევა, რადგან ისინი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნია.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყებამ იტალიის საელჩოს 24 თანამშრომლის გაძევების შესახებაც განაცხადა. იტალიამ აპრილში 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, იმავე დღეს 15 რუსი დიპლომატი გააძევა დანიამაც. დანიის განცხადებით, საუბარი იყო რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცრებზე.

იმავდროულად, სამი რუსი დიპლომატის  გაძევების შესახებ განაცხადა შევედეთმაც.

ევროპის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევება უკრაინაში, ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტის შესახებ კადრები გავრცელების შემდეგ დაიწყო.

„ბუჩის კადრები მოწმობს რუსეთის ხელისუფლებისა და მათი პროპაგანდისტების წარმოუდგენელ სისასტიკეს. ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს არასასურველ პირებად რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ყოველდღე მუშაობდნენ აქ, გერმანიაში ჩვენი თავისუფლების, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge