png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 19.05.2022
  • 14:25
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა, დერეკ შოლემ უკვე დაიწყო შეხვედრები. პირველი შეხვედრა მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ძირითადად ჩვენი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული. მათ განსაკუთრებით შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე, როგორ იმართება რეალურად მართლმსაჯულების სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი წამოჭრილი იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში რეფორმის ჩატარება მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც არის არსებითად პოლიტიზებული, როგორ იმართება ის კლანის მხრიდან, როგორ არის ის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან ისეთ საკითხებში, მაგალითად, როგორიც არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეები, როგორ არის ის გამოყენებული მედიის წინააღმდეგ. ასევე, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი ნიკა გვარამიას საქმეზეც და მოტანილი იყო მაგალითად, თუ როგორ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემა მისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, მართლმსაჯულების სისტემის და არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, საქართველოს გაძლიერება დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრით სწორედაც იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც პირდაპირ ვთქვათ, რომ არ აქვს ჩვენს ქვეყანას. დერეკ შოლეს განსაკუთრებული ინტერესი და შეკითხვები ჰქონდა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ კლანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან რუსული გავლენების არსებობა ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge