png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინაში წარუმატებლობის გამო, პუტინმა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები გაათავისუფლა - ბრიტანეთი

  • მსოფლიო
  • 19.05.2022
  • 15:13
უკრაინაში წარუმატებლობის გამო, პუტინმა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები გაათავისუფლა - ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში გაჩაღებული ომის წარუმატებლად მიმდინარეობისა და ხელშესახები შედეგის ვერმიღწევის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ბოლო კვირების განმავლობაში, მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები გაათავისუფლა.

სამხედრო დაზვერვის ცნობით, გათავისუფლებულ სამხედროთა შორის არიან გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი და ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი.

სერგეი კისელი პირველ საგვარდიო სატანკო არმიას ხელმძღვანელობდა. იგი გაათავისუფლეს, რადგან ვერ შეძლო ხარკოვის დაპყრობა და მასზე რუსეთის არმიის კონტროლის დამყარება.

იგორ ოსიპოვი - რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის მეთაური გაათავისუფლეს კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის გამო.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს თავის თანამდებობას, თუმცა უცნობია, შეინარჩუნა თუ არა მან პუტინის უწინდელი ნდობა.

"რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემაში, ალბათ, "განტევების ვაცის ძიებისა და დამალვის კულტურა" გავრცელდა. ბევრი ოფიციალური პირი, რომელიც მონაწილეობს უკრაინაში შეჭრაში, სავარაუდოდ, სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს თვიდან აიცილოს პირადი ბრალეულობა რუსეთის ოპერატიულ შეფერხებებში.

ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრალიზებულ მოდელს, რადგან ოფიცრები სულ უფრო მეტად ცდილობენ საკვანძო გადაწყვეტილებების გადაცემას თავიანთი უფროსებისთვის. ამ პირობებში, რუსეთს გაუჭირდება ინიციატივის დაბრუნება", - წერს დაზვერვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge