png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პუტინის ქალიშვილის პარტნიორი გვარად ზელენსკია და მას ქართული განათლება აქვს

  • მსოფლიო
  • 19.05.2022
  • 17:05
პუტინის ქალიშვილის პარტნიორი გვარად ზელენსკია და მას ქართული განათლება აქვს

ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქალიშვილის ეკატერინა ტიხონოვას ახალი პარტნიორის მონაცემებს მიაგნეს. ის მიუნხენის (ბავარიის) სახელმწიფო ბალეტის მხატვრული ხელმძღვანელი იგორ ზელენსკი აღმოჩნდა.

ამის შესახებ რუსული მედია მოპოვებულ მასალებსა და ბავარიის ბალეტის თეატრის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ტიხონოვა თავის პარტნიორთან ერთად რუსეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა.  ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ ეყრდნობა, მიუნხენი-მოსკოვის ჩარტერული რეისის მგზავრების სიაა, რომელიც 2019 წლის 9 დეკემბერს შესრულდა.

როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, ამ რეისით დაფრინავდნენ ეკატერინა ტიხონოვა, იგორ ზელენსკი, მათი ორი წლის ქალიშვილი, ასევ ორი ძიძა, ფორტეპიანოს მასწავლებელი და რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი.

ჟურნალისტებმა ასევე მოიპოვეს მონაცემები რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც ეკატერინა ტიხონოვას პირადი მცველია. ამ დოკუმენტებს შორის არის ტიხონოვას, ზელენსკისა და მათი ქალიშვილის პასპორტები.

ამის გარდა, წყარომ მიუნხენის ბალეტის თეატრიდან, გამოცემა Der Spiegel-ს უთხრა, რომ იგორ ზელენსკი დიდი ალბათობით პუტინის ქალიშვილის პარტნიორია.

იგორ ზელენსკი 1969 წელს კრასნოდარში დაიბადა, სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვახტანგ ჭაბუკიანის კლასში. ხშირად გამოდიოდა თბილისის საბალეტო დასთან ერთად სპექტაკლებზე თბილისში. კარგად საუბრობს ქართულად.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იგორ ზელენსკიმ ბავარიის თეატრში მუშაობა შეწყვიტა. ზელენსკის თეატრიდან წასვლის მიზეზი ის გახდა, რომ მან უარი თქვა ომის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლაზე.

იგორ ზელენსკი თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ბალეტში „აპოლონ მუსაგეტი“.

იგორ ზელენსკი თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ბალეტში „აპოლონ მუსაგეტი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge