png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს რუსეთთან კავშირის გამო პრივილეგიები ჩამოართვეს

  • მსოფლიო
  • 19.05.2022
  • 19:50
გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს რუსეთთან კავშირის გამო პრივილეგიები ჩამოართვეს

ბუნდესტაგმა გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს პრივილეგიების ნაწილი ჩამოართვა, რომლითაც როგორც წესი, ქვეყნის ლიდერები სარგებლობენ. წერს Bild.

კერძოდ, შროდერს აღარ ექნება ოფისი პარლამენტში და აღარ ეყოლება თანამშრომლები, რომლებსაც ანაზღაურება ბიუჯეტიდან ერიცხებათ.

როგორც Bild-ი აღნიშნავს, შესაბამისი გადაწყვეტილების ფორმალურ მიზეზად სახელდება ის, რომ ყოფილი კანცლერი არ იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ ფართს და თანამშრომელთა განაკვეთებს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ბუნდესტაგის დეპუტატები უკმაყოფილონი არიან რუსეთთან შროდერის მჭიდრო ურთიერთობებით, ასევე მას ადანაშაულებენ საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაში.

პენსიის უფლება შროდერისთის ჯერ არ ჩამოურთმევიათ, თუმცა მისი თანამოაზრეები სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ამ ვარიანტისკენენაც იხრებიან. ამასთან, ყოფილი კანცლერი კვლავ უზრუნველყოფილი იქნება დაცვის მომსახურებით.

შროდერისთვის ზოგიერთი პრივილეგიის ჩამორთმევის პარალელურად ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ყოფილი კანცლერის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. როგორც Bild-ი წერს, სანქციებს ევროპარლამენტი არ აკისრებს, მაგრამ შესაბამისმა რეზოლუციამ, შესაძლოა, გავლენა  მოახდინოს სანქციების სიის ფორმირებაზე.

გერჰარდ შროდერი გერმანიის კანცლერის პოსტს 1998-2005 წლებში იკავებდა. 2006 წლიდან ის ხელმძღვანელობდა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორ Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტს.

2007 წლიდან შროდერი ხელმძღვანელობს „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს. თებერვალში ის „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში აირჩიეს. ყოფილ კანცლერს მკაცრად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან „როსნეფტი“ უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ დაუყოვნებლივ  არ დატოვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge