png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოდესაში რუსული დესანტის გადასხმის საფრთხე არ არის - პენტაგონი

  • მსოფლიო
  • 19.05.2022
  • 22:00
ოდესაში რუსული დესანტის გადასხმის საფრთხე არ არის - პენტაგონი

პენტაგონში აცხადებენ, რომ ოდესას უახლოეს ხანებში რუსეთის დესანტის გადასახმა არ ემუქრება.

ამის შესახებ პენტაგონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Foreign Affairs-ს განუცხადა.  

„სამხრეთ უკრაინაში რუსები უკრაინის პოზიციებს საარტილერიო დარტყმებს აყენებენ და მიკოლაივის მიმართულებით შტურმის განხორციელებას ცდილობენ. {რაც შეეხება} ოდესას, რუსული დესანტის გადასხმის საფრთხე არ არის“, - განაცხადა მან.

პენტაგონის დაზვერვის მონაცემებით, რუსულმა ავიაციამ  დღე-ღამეში თვითმფრინავების საბრძოლო გაფრენა 140-მდე შეამცირა, რაც 100-150 გაფრენით ნაკლებია გასულ კვირებთან შედარებით.

დონბასში რუსეთის სარდლობა ცდილობს შტურმი მიიტანოს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე მცირე ქვედანაყოფებით მას შემდეგ, რაც დიდმა შენაერთებმა წარმატებებს ვერ მიაღწიეს.

პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსები, სავარაუდოდ, ამ ფორმით ცდილობენ გააუმჯობესონ ჯარის ლოჯისტიკა, რადგან მცირე დანაყოფები ნაკლებ ლოჯისტიკურ ძალისხმევას მოითხოვს.

ამჟამად, პენტაგონი აფიქსირებს რუსების გარღვევის მცდელობას იზიუმის მხრიდან სლავიანსკის მიმართულებით, მაგრამ რუსეთის იერიში წარუმატებელია.

საერთო ჯამში პენტაგონი მიიჩნევს, რომ რაოდენობრივი უპირატესობა დღემდე რუსეთის საოკუაპციო ძალების მხარესაა, თუმცა უკრაინელი დამცველები მაინც დიდ წინააღმდეგობას უწევენ. რაც შეეხება საბრძოლო ძალას, რუსები აქაც აჭარბებენ უკრაინის ძალას.

19 მაისის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულია 106 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, ზოგიერთი დანაყოფი ჩრდილოეთ უკრაინიდან რეზერვების შევსებისთვის დასვენების გარეშე გადაისროლეს. ამერიკის დაზვერვას არ აქვს მონაცემები, რომელიც დაადასტურებს რუსეთში მასობრივი მობილიზაციის სამზადისს.

პენტაგონის წარმომადგენლის აზრით, ომი, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს, როგორც ეს 2014-2015 წლებში დონბასში საბრძოლოს შეტაკებების მწვავე ფაზის შემდეგ მოხდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge